Friday, 14 March 2014

ვინ არის "კაი ყმა"

ამ ქვეყნად ადამიანი იმისთვის იბადება, რომ იცხოვროს სასუფეველში, სამუდამო ადგილის დასამკვიდრებლად. ეს კი ყველაზე რთული გზაა. "კაი ყმა " არის ისეთი ადამიანი, რომელიც  მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სამშობლოს, ერსა და სარწმუნოებას ემსახურება. "კაი ყმა " ბრძოლის ველზე პირველი უნდა შედიოდეს და ბოლო გამოდიოდეს, როცა მისი თანამებრძოლები  მოპოვებულ გამარჯვებას  აღნიშნავენ, იგი ისდევ დარჩენილ მტრებს უნდა ებრძოდეს  და ტკივილი მისთვის შემაფერხებელ  ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს.

 უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ „კაი ყმა“ ზოგადი მცნებაა  და ასეთი ერთნაირად შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი ასევე ქალიც. მსგავსი ადამიანები ისტორიას მრავლად ახსოვს:  მეფეები , წამებული წმინდანები,  ომში დაღუპული გმირები. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ქეთევან დედოფალი, რომელმაც წარმოუდგენელი გმირული ამტანობა გამოიჩინა სარწმუნოების დასაცავად, ის 100 000 წამებული, რომლებმაც  ხატის წაბილწვას სიკვდილი და წამება არჩია.  თითოეული მათგანი ჭეშმარიტი „კაი ყმა „ იყო ჩვენი ქვეყნისა . ყველამ უნდა ვეცადოთ მათი მიბაძვა არა იგივე საქციელით(პირდაპირი გაგებით) არამედ ჩვენი წრფელი სიყვარულით სამშობლოსადმი.  არაიან ადამიანები რომლებიც თავისი არსებობით არც არაფერს მატებენ  ქვეყანას და არც საკუთარი გარდაცვალებით აკლებენ რაიმეს, ( ასეთი ადამიანების ტიპიური სახეა ილია ჭავჭავაძის მიერ შექმნილი პერსონაჟო ლუარსაბი.)
    „ ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო
      ვინ არის სიდამ, მოსულა , სად არის წავა სადაო?“

 ..................................................................................................................?